სსიპ - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლა
მ ა თ
ე მ ა
ტ ი კ ი
ს
მასწავლებლის
ნინო წილოსანის
კვლევა თემაზე
„გენდერული სტერეოტიპების
კვლევა სოფელ ბანოჯის I-_XII კლასის
მოსწავლეებში, მათ მშობლებსა და მასწავლებლებში
სოციალურ, ინკლუზიური კულტურა და მათი გავლენა აკადემიურ
ხარისხზე STEM-ის საგნებში“
2018 წელი
სარჩევი
შესავალი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო
სკოლა მცირეკონტიგენტიანი სკოლაა.მოსწავლეთა სიმცირის მიუხედავად სისტემატიურად ვზრუნავ ვიყო ჩართული
სხვადასხვა პროექტებში და საგანმანათლებლო სივრცის გამოწვევებში.გამონაკლისი არც მიმდინარე
პროცესია,რადგან ლიდერობის აკადემია 2,მოდული
6-ის ტრენინგზე დასწრების შემდეგ დავფიქრდი
და გადავწყვიტე შემესწავლა ჩემი სკოლის სტატისტიკური მონაცემები, დაკვირვებით თუ ჩართულობის მიხედვით.
თუ როგორი დამოკიდებულება იყო გენდერული სტერეოტიპების მიმართ და არის თუ არა მისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგები
ჩემს სკოლაში. აისახება თუ არა სასწავლო პროცესზე კერძოდ STEM-ის საგნებზე, აკადემიურ
ხარისხზე. სკოლაში ინკლუზიურ განათლებას გადის
სამი მოსწავლე, სწავლობს სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები და მათთვის არის თუ
არა უსაფრთხო გარემო შექმნილი. არსებული
კვლევა კარგი შესაძლებლობაა იმისა, რომ სწორად განისაზღვროს და გამოიკვეთოს
მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა
საჭიროებები და დაიგეგმოს პრობლემათა
გადაჭრის გზები.
ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის მნიშვნელოვანია
რეალისტური მიზნების განსაზღვრა,მოსწავლეების, მშობლების და მასწავლებელთა
საჭიროებებისა და შესაძლებლობების სწორი
შეფასება , როგორც ურთიერთშეფასების, ასევე თვითშეფასების დონეზე. ასევე მნიშვნელოვანია სკოლის მართვის გუნდის წევრთა მოსაზრებები და მათი
ჩართულობა გადაწყვეტილების პროცესში.მხარს ვუჭერ
სასკოლო ცხოვრებაში მათ აქტიურ მონაწილეობას.
სიტყვა გენდერი ლათინური სიტყვიდან „genus“ მომდინარეობს და აღნიშნავს გვარს. შემდგომში სიტყვის
მნიშვნელობა გამრავალფეროვნდა და ბიოლოგიიდან და ფიზიოლოგიიდან ამ ტერმინმა
ისეთ მეცნიერებებში გადაინაცვლა, როგორიცაა სოციოლოგია, პოლიტოლოგია, ეთნოგრაფია, კულტუროლოგია.
გენდერი, როგორც სქესის სოციალური მახასიათებელი, წარმოაგდენს მამაკაცისა და ქალის
თანასწორობის თანამედროვე იდეოლოგიას. ტერმინი „სტერეოტიპი“ სტამბიდან წამოვიდა.
ის მძიმე საბეჭდ ფორმას, გალვანურ კლიშეს აღნიშნავს,
რომელიც ერთხელ ჩამოყალიბების შემდეგ ძნელად იცვლება.
ასეთივე, მაგრამ გადატანითი მნიშვნელობა აქვს მას სოციალურ ფსიქოლოგიაშიც.
ზოგიერთ შემთხვევასი ერთხელ შექმნილი წარმოდგენა ადამიანთა ჯგუფის/კატეგორიის
შესახებ ვრცელდება მის ყველა წევრზე, მიუხედავად იმისა,
შეესაბამება თუ არა იგი კონკრეტულ პიროვნებას. სტერეოტიპული აზროვნება არის
სქემატური აზროვნების ერთ-ერთი გამოხატულება. გენდერული
სტერეოტიპების მრავალი დეფინიცია არსებობს, თუმცა ყველა მათგანის შემთხვევაში ძირითადი
აზრი არის უცვლელი. ერთ-ერთი განმარტების თანახმად, გენდერული სტერეოტიპი არის ფართოდ
გავრცელებული და ხშირად არა ზუსტი შეხედულებები ქალისა და მამაკაცის უნარებზე,
თვისებებსა და სოციალურ ქცევაზე (სახელმძღვანელო ქალთა განათლებისა და ინფორმაციის
საერთაშორისო ცენტრი.,თბილისი, 2006.). გენდერული სტერეოტიპების კვლევა მთელ მსოფლიოში
აქტუალური საკითხია, ხოლო საქართველოში მის კვლევას ბოლო ათწლეულის განმავლობაში უფრო
ინტენსიურად ექცევა ყურადღება, გამომდინარე იქიდან, რომ გენდერული სტერეოტიპების გამოვლენის
ფართო არეალი არსებობს და ის არ არის დაკავშირებული რომელიმე კონკრეტულ სფეროსთან თუ
გარემოებებთან, მით უფრო დიდი შეიძლება იყოს მისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგები.
გენდერული სტერეოტიპების შესახებ რამდენიმე კვლევა განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში ბოლო
წლების განმავლობაში, მაგრამ კვლევაში მონაწილე ცდის პირთა ასაკი 18 წელს ზემოთაა.
შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ სკოლის ასაკის მოსწავლეთა შეხედულებები და რწმენები
გენდერულ ჭრილში არ გამხდარა ყოვლისმომცვლელი კვლევის საგანი. ჩემი კვლევის საკითხის
აქტუალობას განსაზღვრავს სწორედ ეს ორი კრიტერიუმი. ერთი ის, რომ გენდერული სტერეოტიპების
აღმოჩენა კულტურული კონტექსტიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე ის, რომ
მნიშვნელოვანია მოზარდთა შეხედულებების, შესაძლებლობების და დამოკიდებულებების გამოკვლეა. საგანმანათლებლო სისტემა წარმოადგენს
იმ ბერკეტს, რომელსაც აქვს შესაძლებლობა იზრუნოს ნეგატიური სტერეოტიპების შეცვლაზე,
შესაბამისად მნიშვნელოვანია ამ კუთხით კვლევების განხორციელება და ინტერვენციის დაგეგმვა.
გენდერული სტერეოტიპები მჭიდროდაა დაკავშირებული მოსწავლეთა სასკოლო აქტივობებთან,
მათ უნარებსა და შესაძლებლობებთან, რაც ხშირად მასწავლებლების მხრიდანაც არის წახალისებული.
2013 წელს საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით ჩატარდა კვლევა „საზოგადოებრივი
დამოკიდებულებები გენდერულ თანასწორობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში“. კვლევითი პროექტი
მოიცავდა რაოდენობრივ და თვისებრივ კვლევით კომპონენტებს. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში
ჩატარდა 1760 ინტერვიუ მთელი საქართველოს მასშტაბით. ხოლო თვისებრივი კვლევის ფარგლებში
ჩატარდა 16 ფოკუს-ჯგუფი კახეთსა და სამეგრელოში. გამოკითხვამ ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში
ჯერ კიდევ მყარია ტრადიციული შეხედულებები გენდერულ როლებზე: ქალის ფუნქციაა შვილების
მოვლა და აღზრდა, საშინაო საქმეების კეთება, ხოლო კაცის - ოჯახის ეკონომიური უზრუნველყოფა.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ოჯახის მარჩენალთა 30% ქალია, მოსახლეობას მიაჩნია,
რომ ეს არ არის იდეალური მდგომარეობა და თუ იქნება შესაძლებლობა, უმჯობესია, ქალი არ
მუშაობდეს ან ნაკლებად დატვირთული, „ქალისთვის შესაფერისი“ სამუშაო ჰქონდეს. ასევე,
ქალი ქმრის მორჩილი უნდა იყოს და დაუთმოს კაცს ლიდერის პოზიცია სხვადასხვა ასპარეზზე.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 88% ფიქრობს, რომ კაცი უნდა იყოს ოჯახის მარჩენალი.
ქალების 62% და კაცების მხოლოდ 37% მიიჩნევს, რომ ქალი და კაცი თანაბრად უნდა იღებდნენ
გადაწყვეტილებას ოჯახში. გამოკითხულთა უმრავლესობა (45%) თვლის, რომ თუ ოჯახში მხოლოდ
ერთი შვილია, ჯობს, რომ ეს იყოს ვაჟი. ბიჭებს ასევე ენიჭებათ უპირატესობა განათლებისა
და საკუთრების უფლების კუთხით. 57% მიიჩნევს, რომ კაცს უფრო დიდი შანსი აქვს იპოვოს
სამსახური მაღალი რანგის მენეჯერის პოზიციაზე. საპრეზიდენტო კანდიდატის შემთხვევაში,
კაცს ანიჭებს უპირატესობას გამოკითხულთა 68%. მთლიანობაში, ამ კვლევის შედეგები იმეორებს
წინა წლებში ჩატარებული მსგავსი კვლევების შედეგებს და ისინი ყველა ერთად აჩვენებს,
რომ საქართველო კვლავ მასკულინური, პატრიარქალური ქვეყნაა, რომელშიც, დომინანტური პოზიცია
კაცებს უჭირავთ. გამოკითხვამ აჩვენა, რომ კაცები მეტად ამართლებენ ამგვარ დომინანტურ
პოზიციას, ვიდრე ქალები (გაეროს განვითარების პროგრამა, 2013) 2008 წელს ჩატარებული
კვლევა (Javakhishvili, 2008) აჩვენებს, რომ საზოგადოებისათვის მისაღები ქალისთვისებებია
სიკეთე, ოჯახის ერთგულება, სინაზე, პასიურობა, ხოლო კაცი აქტიური და ოჯახის მარჩენალი
უნდა იყოს; 2010 წელს საქართველოში ჩატარდა საინტერესო კვლევა ქალთა მიმართ ოჯახში
ძალადობის საკითხების შესახებ (ჩიტაშვილი და სხვები, 2010), რომლის შედეგები გვამცნობს,
რომ ქორწინებაში მყოფი ყოველი მეთერთმეტე ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია და ქალთა
78.3 %-ს მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობის პრობლემები მხოლოდ ოჯახში უნდა განიხილებოდეს.
ჩემ მიერ ზემოთ ხსენებული კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ ეს საკითხი კვლავ აქტუალურია
ჩვენს ქვეყანაში, ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
ამ ასპექტების შესწავლა სკოლის მოსწავლეებში. ბოლო წლების განმავლობაში, სასკოლო სისტემაში
დაინერგა სამოქალაქო განათლების სწავლება, რომლის ფუნდამენტური მიზანი არის მოსწავლეთა
ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე და მათ შორის გენდერულ ბალანსსა
და ადამიანის საყოველთაო უფლებებზე მიუხედავად სქესისა. ვფიქრობ, რომ აღნიშნული საგნის
სწავლება თავის კვალს უნდა ტოვებდეს მოსწავლეებში, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ
სტერეოტიპების ჩამოყალიბება დაკავშირებულია მათ ყოველდღიურ ცხოვრებასთან, ოჯახისა და
გარშემომყოფებისდამოკიდებულებეთან, რთულია უკვე არსებული რწმენა-შეხედულებების შეცვლა.
მეორე სემესტრის დაწყებისთანავე გამოვხატე მზაობა
პირველი საქმიანი შეხვედრისათვის, რათა მომესმინა,
გამეგო გრძნობდნენ თუ არა სრულყოფილ ინტეგრირებას საზოგადოებაში მოსწავლე, მშობელი თუ მასწავლებელი,
რა დამოკიდებულებებია STEM-ის საგნების მიმართ
და რა მიმართულებით არის განვითარებული სოციალური და ინკლუზიური კულტურა. როგორ
აისახება გამოვლენილი დამოკიდებულებები სკოლის
განვითარების პროცესზე, მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე, თანხვედრაშია თუ ეწინააღმდეგება
მათ მოლოდინებსა და შესაძლებლობებს.
შედგენილი განრიგის შესაბამისად, თითოეული შეხვედრისას
განვახორციელე ჩაღრმავებული ინტერვიუ, ასევე
განსახილველი საკითხების შესახებ დეტალურად ვისმენდით ინფორმაციას. მნიშვნელოვან წინგადადგმულ
ნაბიჯად ვთვლი გულწრფელი, კეთილგანწყობილი, თანასწორი შეხვედრების კულტურის დამკვიდრებას
სკოლაში და ერთობლივი ჯანსაღი ატმოსფეროს ჩამოყალიბებას.
აღნიშნულმა აქტივობებმა ერთის მხრივ ხელი შეუწყო გენდერული სტერეოტიპების
გაანალიზებას. გენდერული სტერეოტიპების მსხვრევისაკენ
და სრულყოფილი ინტეგრირებისათვის განაწყო სასკოლო
საზოგადოება. დღეს, ჩვენს სკოლაში STEM-ის
საგნები არ ნიშნავს ისწავლოს მხოლოდ ბიჭმა ,განათლება აუნდა მიიღოს შესაძლებლობის
შესაბამისად გოგონამაც და ვაჟმაც,თანამდებობის პირი შეიძლება ქალიც იყოს და კაციც,.......
თექაზე მუშაობა შეიძლება ქალმაც შეძლოს და კაცმაც....- წინასაკვლევ ეტაპზე,სადაც იკვეთებოდა
პრობლემები ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა მიჩვენებდა კონკრეტულად განხილულიყო საკითხი დაგეგმვის დროს და კვლევის ჩატარების შემდეგაც.
ჯგუფები განიხილავენ თითოეულ ეტაპზე რა შედეგი მივიღეთ და რა საჭიროებები გამოიკვეთა.
თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერებამ, შესააძლებლობების
წინა პლანზე წამოწევამ, საკუთარი თუ სხვისი აზრების პატივისცემამ და სიახლეებისადმი
მიმღებლურმა დამოკიდებულებამ სკოლის მოსწავლეების, მათი მშობლების და მასწავლებელთა მხრიდან თანასწორობისათვის ზრუნვას
შეუწყო ხელი. ჩემთვის, როგორც სკოლის მათემატიკის მასწავლებლისთვის უპირატესი გახდა გენდერული სტერეოტიპების მიმართულებით მეტად დავფიქრებულიყავი
თითოეული კლასისა და მოსწავლისთვის იყო თუ
არა შედეგიანი განხორციელებული ნაბიჯები.
საკვლევი საკითხი
მოცემული კვლევის მიზანს წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპების კვლევა
I-დან XII კლასის ჩათვლით მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს შორის. იმის
დადგენა, თუ რა ტიპის სტერეოტიპები ვლინდება, რა მიმართულებით არის განვითარებული სოციალური
და ინკლუზიური კულტურა. აისახება თუ არა გამოვლენილი სტერეოტიპები მოსწავლეთა აკადემიურ
მიღწევებში STEM-ის საგნებში,
საკვლევი კითხვები შეიძლება შემდეგნაირად განვსაზღვროთ:
1.
რა გენდერული სტერეოტიპები ვლინდება პირველ მე-12 კლასის
მოსწავლეებს შორის?
2.
არის თუ არა განსხვავებული დაბალ და მაღალ კლასელების
წარმოდგენა გენდერის შესახებ?
3.
განსხვავდება თუ არა გენდერული სტერეოტიპები სქესის
მიხედვით?
4.
რა ტიპის გენდერული სტერეოტიპები ვლინდება სკოლის მასწავლებლებს,
მოსწავლეებსა და მოსწავლეების მშობლებს შორის? არის თუ არა მათ შორის კავშირი.
5.
მიკერძოებული არის თუ არა მასწავლებლის ქცევა,უფრო
ხშირად გაკვეთილზე ვის მიმართავს მასწავლებელი გოგონებს თუ ბიჭებს?
6.
STEM-ის რომელი საგნებია უფრო საინტერესო და საყვარელი?
7.
როგორი დამოკიდებულება აქვთ მასწავლებლებს შშმ მოსწავლის
მიმართ.ითვალისწინებენ თუ არა მათ ინტერესებს, როცა გეგმავენ აქტივობებს კლასში და
კლასგარეშე.
8.
განათლების აუცილებლობა ბიჭებისათვის უფრო აუცილებელია
თუ გოგონებისთვის.
9.
ოჯახის სოციალური გარემო ახდენს თუ არა გავლენას მასწავლებლის
ქცევაზე, რომელიც მოსწავლის აკადემიურ მაჩვენებელზე აისახება.
კვლევის მეთოდოლოგია
სკოლის
ბაზაზე ვაწარმოე კვლევა მონაწილეობა
მიიღო სოფელ ბანოჯის სკოლის 30მა მოსწავლემ, რომელთაგან 15 (50%) არის მდედრობითი ხოლო 15 (50%) მამრობითი
სქესის წარმომადგენელი. ასევე მონაწილეობს
10 მშობელი, რომელთანაგან 7 (70%) არის მდედრობითი, ხოლო 3 (30 %) მამრობითი სქესის
წარმომადგენელი. მონაწილე 10 მასწავლებლიდან 6 (60%) არის მდედრობითი, ხოლო 4 (40 %) მამრობითი სქესის
წარმომადგენელი. ინფორმაციის შეგროვების მიზნით
შევქმენი ფოკუსჯგუფი ,ფოკუსჯგუფში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ძირითადად დედების
უმეტესობამ. მოსწავლეების შემთხვევაში 5 ჯგუფი
(6-6 ცდის პირით დაკომპლექტებულს), მასწავლებლების შემთხვევაში 2 ჯგუფი (5-5 ცდის პირით)
და მშობლების შემთხვევაში 2 ჯგუფი (5-5 ცდის პირი). მოსწავლეების შემთხვევაში დაცული
მექნება სქესთა შორის გადანაწილება, ხოლო მშობლებისა და მასწავლებლების შემთხვევაში
გამიჭირდება ბალანსის დაცვა, რადგანაც პედაგოგთა კოლექტივი ძირითადად მდედრობითი სქესითაა
დაკომპექტებული, მოსწავლეების შემთხვევაში დაცული მექნება სქესთაშორის გადანაწილება,
ხოლო მშობლებისა და მასწავლებლების შემთხვევაში გამიჭირდა ბალანსის დაცვა, რადგანაც
პედაგოგთა კოლექტივი ძირითადად მდედრობითი სქესითაა დაკომპექტებული, ხოლო ფოკუსჯგუფში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა
ძირითადად დედების უმეტესობამ.
ფოკუსჯგუფების ინტერვიუზე გავაკეთე აუდიო ჩანაწერი
და შემდეგ გავაკეთე ტრანსკიპტები. მიღებული ინფორმაცია გავაანალიზე და მოვახდინე კოდირება
4 მიმართულებით. გენდერული სტერეოტიპები (1) პროფესიის დაუფლებასთან და არჩევასთან
დაკავშირებით (P- profession), (2) წარმატების
მიღწევასთან დაკავშირებით (S- success), (3) მისაღები და შესაბამისი ქცევის შესახებ
(AB- appropriatebehavior), (4) დასწავლის უნარებთან დაკავშირებით (LA-
learningabilities).
იმისათვის, რომ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ჩამეტარებინა
არა წარმოქმნილი სიძნელეების დროს არამედ ახალი იდეებისა და ინოვაციების გამოსაცდელად.
საკუთარი ძალების გასაძლიერებლად, საკუთარი ძლიერი მხარის პოტენციალის აღმოსაჩენად
და საჭირო უნარ-ჩვევების გასავითარებლად. კვლევის ამოსავალი პუნქტის აღმოჩენის იმპულსი
გახდა საკუთარი დაკვირვება და გამოცდილება გაკვეთილზე.
ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ვაწარმოე „ჩართული“ დაკვირვება. მე სრულ მონაწილეობას
ვიღებდი შესასწავლ სიტუაციაში. ვიყენებდი როგორც არაფორმალურ გასაუბრებებს მონაწილეებთან
ასევე სრულფასოვან ინტერვიუს და გაკვეთილებზე დასწრებას. კვლევა განვახორციელე თანმიმდევრულ
ეტაპად: აღწერები, ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება.
კვლევის შედეგები
ჩატარებული ფოკუს-ჯგუფების ანალიზმა გვაჩვენა,
რომ სოფელ ბანოჯის პირველ მე-12 კლასის მოსწავლეებში გამოვლინდა გენდერული
სტერეოტიპები ქალისა და მამაკაცისათვის
„შესაფერის“ პროფესიებზე. ე.წ. ქალურ პროფესიებად დასახელდა: მასწავლებელი, ექიმი, ექთანი, მზარეული,
დიზაინერი, ადვოკატი, მდივანი, მოდელი, ეკონომისტი, დიპლომატი, ბანკის ოპერატორი, მოლარე.
ხოლო მამრობითი სქესისათვის შესაფერის პროფესიებად დასახელდა: სპორტსმენი, ბიზნესმენი,
ინჟინერი, დეტექტივი, პოლიციელი, არქიტექტორი, მეეზოვე, მძღოლი, პილოტი, გზების დამგები.
კვლევაში მონაწილე ქალი მასწავლებლები ფიქრობენ, რომ ქალისათვის შესაბამისი პროფესია
არის მასწავლებლობა, რადგანაც შესაძლებელია, რომ ოჯახისთვის დარჩეს მას დიდი დრო და
ეს ქალისთვის აუცილებელია. ამავე აზრს იზიარებენ კაცი მასწავლებლებლებიც. მათი აზრით,
კაცისთვის შესაფერისია ისეთი საქმიანობა, რომელიც დიდ გონებრივ და დროით რესურს მოითხოვს,
მაგალითად: პოლიტოლოგი, ბიზნესმენი. მასწავლებლებისა და მოსწავლეების პროფესიისადმი
დაკავშირებული გენდერული სტერეოტიპები ერთმანეთის მსგავსია, მაგრამ განსხვავებულია
არგუმენტაცია. მოსწავლეები ფიქრობენ, რომ ქალმა „მსუბუქი“, „იოლი“, „არაძალისმიერი“
პროფესიები უნდა აირჩიოს, ხოლო მასწავლებლები უფრო მეტად აქცენტს აკეთებენ სამუშაო
განაკვეთზე, იმისათვის, რომ ქალს დარჩეს დრო ოჯახისათვის და მთელი დღე არ იყოს გარეთ
გასული. საინტერესოა ის, რომ მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებში პროფესიასთან
დაკავშირებით გამომჟღავნდა მსგავსი შინაარსის მქონე სტერეოტიპები. „ქალი ისეთ სფეროში
უნდა იყოს დასაქმებული სადაც სიმძიმეების აწევა არ მოუწევს,რადგან კაცი უფრო ჯანღონით
სავსეა ვიდრე ქალი“. 1?,
მე-10 კლასის მოსწავლე - „ჩემი აზრით მამაკაცისათვის შესაფერისი პროფესია არის სპორტსმენობა,
იმიტომ რომ მამაკაცი აშკარად ძლიერია ქალზე. სპორტი უფრო შეეფერება მამაკაცს, ქალისათვის
შესაფერისი პროფესია ჩემი აზრით მასწავლებლობა იმიტომ რომ ქალი არის უფრო გამგებიანი
ბავშვების მიმართ და უფრო შედის ბავშვებთან კონტაქტში“. 2?, მე-10 კლასის მოსწავლე - „ჩემი აზრით ქალისათვის ყველაზე მისაღებია პედაგოგობა იმიტომ, რომ
ჯერ ერთი უშუალოდ კავშირი გაქვს მოსწავლეებთან და მერე მეორე უფრო მეტი დრო გაქვს ოჯახისთვის.
შესაბამისად, შვილებს მეტ დროსაც უთმობ და მათთან პედაგოგის ფუნქციასაც ასრულებ.“ ---?-- სამოქალაქო განათლება,ისტორიის
მასწავლებელი. კვლევაში მონაწილე მასწავლებლებიდან მხოლოდ ერთის აზრი იყო ის, რომ პროფესიის
არჩევისა და დაუფლების თვალსაზრისით სქესს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. „ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც ნებისმიერი პროფესიაა მისაღები.
მთავარია შეძლოს იმ საქმის გაკეთება და იყოს პროფესიონალი“.-?--, სპეციალური მასწავლებელი.
კვლევაში მონაწილე მშობლებშიც გამოვლინდა გენდერული სტერეოტიპები პროფესიასთან დაკავშირებით.
მათი აზრით, მდედრობითი სქესისათვის უფრო შესაბამისია ექიმობა, ექთნობა და მასწავლებლობა,
ხოლო მამრობითი სქესისათვის პოლიციელობა და ინჟინრობა. მშობლები, ისევე როგორც მასწავლებლები,
აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ გოგონას დრო უნდა დარჩეს ოჯახისათვის. აღსანიშნავია ის,
რომ კვლევაში მონაწილე დედებიდან მხოლოდ ორი არის დასაქმებული. შესაძლებელია, ვივარაუდოთ,
რომ მათი აზრი პროფესიის შესაბამისობასთან დაკავშირებით განპირობებულია მათი სოციალური
სტატუსით. წარმატების მიღწევის
შესაძლებლობასთან და წარმატებულობასთან დაკავშირებით გენდერული სტერეოტიპები არ გამოვლინდა
სკოლის მოსწავლეებში. მათი
აზრით, ქალსა და კაცს ერთნაირად შეუძლიათ მიაღწიონ წარმატებას, რადგანაც ის განისაზღვრება არა სქესის, არამედ
სხვა ისეთი პიროვნული მახასიათებლების მიხედვით, როგორიცაა მიზანდასახულობა, მონდომებულობა და შრომისუნარიანობა. „ყველა ადამიანი, კაცი იქნება
თუ ქალი არის ინდივიდი და თუ აქვს მიზანი დასახული და ყველაფერს გააკეთებს ამისთვის,
იქნება წარმატებული. სქესი არაფერშუაში არაა“. 3?, მე-12 კლასის მოსწავლე. განსხვავებული შეხედულებები დაფიქსირდა მასწავლებლებთან,
კვლევაში მონაწილე მასწავლებლები თვლის, რომ სქესი განსაზღვრავს ადამიანის წარმატებას. „მე მგონია კი აქვს სქესს მნიშვნელობა
წარმატებს მიღწევაში. მამაკაცს უფრრო მეტი წარმატების მიღწევა შეუძლია ქალთან შედარებით.
იმიტომ, რომ ქალი
იმდენად ვერ მიიწევს წინ თავისი გონებრივი შესაზლებლობებითაც კი და მამაკაცი მიიწევს
წინ თავისი გონებრივი შესაძლებლობებით. ჩემი აზრით აქვს სქესს მნიშვნელობა“. -?-------დაწყებითი კლასის მასწავლებელი „კაცები უფრო იოლად აღწევენ წარმატებას, ბავშვობიდანვე
უფრო დამოუკიდებლები არიან და მაგიტომ. კაცი ისედაც უფრო მიზანდასახულია და პასუხისმგებლობას
მეტს გრძნობს.“ ----?---სპორტის მასწავლებელი კვლევაში
მონაწილე მშობლების შემთხვევაშიც გამოვლინდა გენდერული სტერეოტიპი წარმატების მიღწევასთან
დაკავშირებით. მათი აზრით, ადამიანის წარმატება ხშირად განპირობებულია სქესით.
„კაცი უფრო წარმატებას აღწევს და იოლადაც, აბა რა, მან ოჯახი
უნდა არჩინოს, იბრძვის კარიერული წინსვლისთვის, რომ უფრო მეტი ხელფასი ქონდეს. ამიტომ უფრო წარმატებას აღწევს. დამსაქმებელსაც ხშირად ურჩევნია, რომ კაცი
დაასაქმოს,
იმიტო,
რომ ის უფრო გამძლე და ამტანია “. ??,
მშობელი, 50 წლის კვლევაში მონაწილე მოსწავლეების ნაწილი ფიქრობს, რომ გარკვეული ქცევები
და თვისებები კაცისთვის დასაშვებია, ხოლო ქალისთვის არა. მეშვიდე კლასელი მოსწავლეებში
უფრო მეტად გამოიკვეთა აზრი იმის შესახებ, რომ სქესიდან გამომდინარე შეუფერებელი
თვისება ან საქციელი არ არსებობს. შესაძლებელია ეს ჯგუფის გავლენის შედეგი იყოს. „ადამიანმა თავის
ზღვარს არ უნდა გადააბიჯოს და ისე ყველაფერი შეიძლება შესაფერისი საქციელი იყოს როგორც
კაცისთვის, ასევე ქალისთვის“. 4, მე-12 კლასის მოსწავლე ცხრილი 1.
მოსწავლეები, რომლებიც თვლიან, რომ სქესის
ნიშნით არ განისაზღვრება მისაღები ქცევები ან პიროვნული ნიშნები.
სქესი
|
მამრ
|
მდედრ
|
მდედრ
|
მდედრ
|
მამრ
|
მამრ
|
მდედრ
|
მამრ
|
კლასი
|
7
|
7
|
7
|
7
|
9
|
11
|
11
|
12
|
ე.წ. „ქალურ“ თვისებებად დასახელდა:
მორცხვობა, სინაზე, სიდინჯე, სიმშვიდე, დამჯერობა, განათლებულობა, თავშეკავებულობა. ქალი „არ უნდა ეწეოდეს“,
„არ უდა ჭარტალებდეს“, „არ უნდა გადაახტეს კაცს“. მამრობითი სქესისათვის მისაღები ქცევების
ან თვისებების ჩამოთვლის ნაცვლად, მოსწავლეებმა აქცენტი გააკეთეს იმაზე, თუ რა არის
მიუღებელი მამაკაციასთვის, რომ ის „არ უნდა აყენებდეს შეურაცხყოფას ქალს“, „არ უნდა
იყოს აგრესიული“. კვლევაში მონაწილე მასწავლებლები თვლიან, რომ „ზოგიერთი ქცევა, რაც
კაცის შემთხვევაში დასაშვებია, ქალისათვის შეუფერებელი და მიუღებელია“.
„რად უნდა ამას
ბევრი ლაპარაკი, კაცს ბევრ რამეს გაუტარებ, უხეშად რომ ვთქვა. მე შეიძლება კი მინოდეს,
რომ რასაც კაცი აკეთებს, მეც გავაკეთო, მაგრამ საზოგადოებას აქვს სხვადასხვანაირი რეაქცია
და მაინც გიწევს, რომ თუ ქალი ხარ ეს გაითვალისწინო. მით უმეტესეს რაიონში და სოფელში“.
---- ფიზიკის მასწავლებელი
„ეს იმის გამოა, რომ ასე გავიზარდეთ ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, ბიჭი თუ მოწევდა
არაუშავდა და ქალისთვის ეს ქცევა შეუფერებლად აღიქმებოდა და ახლაც ასეა. ასე იოლად
ვერ შეიცვლება ეს, მაგრამ თანდათანობით აღარ იქნება ალბათ. მაგრამ, რაღაცეები მაინც
რჩება. კაცს თუ შეურაცყოფას მიაყენებენ და ის დაარტყამს, სწორიც იქნება, მაგრამ ქალი
არ უნდა მოიქცეს ასე“. ----, მათემატიკის
მასწავლებელი კვლევაში მონაწილე მშობლებში გამოიკვეთა აზრი, რომ ქალს უფრო მეტი
რამ მოეთხოვება და მისი ქცევა
უფრო უნდა იყოს გაკონტროლებული. მხოლოდ 3? დედა ამბობს საპირისპიროს, თუმცა მათ მოსაზრებებშიც იკვეთება
აღნიშნული სტერეოტიპების გავლენა. „ასე არ უნდა დავყოთ, ზოგადად მიუღებელი რაცაა, მიუღებელი
უნდა იყოს კაცის შემთხვევაშიც და ქალის შემთხვევაშიც. ქალს რატომ მართებს მეტი თავშეკავება?
შეიძლება, ჩვენ თვითონ გვირჩევნია, რომ უფრო ნაკლებად მივიქციოთ ყურადღება და მაგიტომ
ვბლოკავთ გარკვეულ ქცევებს“. ---?- მშობელი,
29 წლის. კვლევის მონაწილე მოსწავლეები თვლიან, რომ გოგონები და ბიჭები ერთმანეთისაგან გასხვავდებიან დასწავლის
უნარების მიხედვით. აღნიშნული სტერეოტიპის გამოვლენის სიხშირე
იმატებს ასაკის მატებასთან ერთად (იხილეთ ცხრილი 2) . შესაძლოა გამოვლენილი ასაკობრივი განსხვავება
გამოვლენილი იყოს იმით, რომ
შედარებით დაბალ კლასებში გოგონების და ბიჭების მოტივაცია სწავლის მიმართ უფრო მაღალია, მათ აკადემიურ
მოსწრებაშიც ნაკლებია სქესის მიხედვით განსხვავება და აქედან გამომდინარე ნაკლებად აქვთ მსგავსი ტიპის სტერეოტიპები. ადამიური მოსწრების მაჩვენებლების ანალიზის
მიხედვით, მაღალ კლასებში, კვლევის
მონაწილე გოგონებს უფრო მაღალი ნიშნები აქვთ, ვიდრე ბიჭებს და შესაძლოა, რომ მათი სტერეოტიპული
განწყობები დასწავლასთან დაკავშირებით ერთგვარად ამით იყოს განპირობებული. ცხრილი
2
კლასი
|
7-8
|
9-10
|
11-12
|
რამდენ მოსწავლესთან გამოვლინდა სტერეოტიპული
აზრი დასწავლის უნარის მიხედით სქესთაშორის განსხვავებებზე
|
2
|
3
|
5
|
„განსხვავება
არის რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ მამაკაცის გონებას უფრო იოლად შეუძლია მიიღოს სასწავლი
მასალა ვიდრე ქალს. მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავება ის არის, რომ ქალს შეუძია მეტი
შრომა. ბრძოლა შუძლია. მამაკაცს ეს ნაკლებად აქვს ამ შემთხვევაში ქალებს უპირატესობა
აქვთ“. 3?, მე-12 კლასის მოსწავლე.
კვლევაში მონაწილე მასწავლებლებში
გამოიკვეთა აზრი იმის შესახებ, რომ ბიჭები უფრო მეტად სხარტები და გონიერები, ხოლო
გოგონები უფრო მეტად შრომისმოყვარეები არიან. „მეც ვფიქრობ რომ ბიჭის გონება უფრო სხარტია
და ტექნიკური საგნების შესწავლა უფრო უადვილდება მაგრამ ზარმაცები არიან აქ მიღწევის
დონეს თუ
განვსაზღვრავთ გოგოების შემთხვევაში შრომისუნარიანობით და ბეჯითობით უფრო მეტს მიაღწევს“.
--?--, დაწყებითი კლასის მასწავლებელი.
კვლევაში მონაწილე მშობლებშიც
შეიმჩნევა გენდერული სტერეოტიპი დასწავლის უნარებთან დაკავშირებით. მათი აზრით, გოგონებს
და ბიჭებს დასწავლის განსხვავებული უნარები აქვთ. საინტერესოა ის, რომ ის მშობლები,
რომლებიც ამბობენ, რომ უნარები არ არის სქესზე დამოკიდებული, შვილების სწავლების პროცესში
ნაკლებ თანამონაწილეობას ღებულობენ და არ დაკვირვებიან ამ ფაქტორს, თუმცა მიაჩნიათ,
რომ დასწავლა უფრო მეტად მონდომებაზეა დამოკიდებული და სქესთაშორის განსხვავებებზე.
მშობლების დიდი ნაწილი აქცენტს გოგონების შემთხვევაში აკეთებს ქცევით კომპონენტზე,
ხოლო ბიჭების შემთხვევაში უფრო მეტად გამოკვეთილია გონებრივი შესაძლებლობები. „გოგოები უფრო
გიჯერებენ. ბიჭები ცოტა რთულები არან, მაგრამ ამ დროს ერთი წაკითხვით უფრო ადვილად
სწავლობენ“. ???, მშობელი 35 წლის. - „ბიჭებიდან გამომდინარე მე ასეთი შეხედულება მაქვს რომ გოგო უფრო
გაგიგონებს უფრო დაგიჯერებს. ბიჭს ცოტა უჭირს ამის გაკეთება. დასწავლის უნარი ბიჭს
უფრო მეტი აქვს. უფრო იოლად ითვისებს ყველაფერს“. მახო მელაძე, მშობელი, 48 წლის.

რომ შევაჯამოთ კვლევის შედეგები, ნათლად ჩანს,
რომ გენდერული სტერეოტიპები
ვლინდება პროფესიის არჩევასთან, მისაღებ და შესაფერის ქცევით რეპერტუართან, დასწავლის უნარებსა
და წარმატების მიღწევასთან დაკავშირებით. საინტერესოა ის, რომ სტერეოტიპული წარმოდგენების სიჭარბე
შეიმჩნევა უფრო მეტად მასწავლებლებსა
და მშობლებში, ვიდრე მოსწავლეებში. გამოვლენილი ტენდენცია, ვფიქრობ, ასახავს იმ ბუნებრივ პროცესს, რომელიც
დროთა განმავლობაში არსებული
სტერეოტიპების ცვლილებას უკავშირდება. ამიტომაცაა ალბათ, რომ გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული
აზრები უფრო მეტად ემთხვევა მშობლებსა და მასწავლებლებში (რადგანაც უფრო მეტად ეკუთვნიან ერთ თაობას), ვიდრე
მათსა და მოსწავლეებს შორის. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების შემთხვევაში წარმატებასთან დაკავშირებული გენდერული სტერეოტიპები
საერთოდ არ გამოვლინდა, მშობლებისა და მასწავლებლების დამოკიდებულება კი სხვა კატეგორიებთან შედარებით გაცილებით დაბალანსებული იყო. რაც
შეეხება პროფესიის არჩევასთან დაკავშირებულ
გენდერულ სტერეოტიპებს, ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია მშობლებსა და მასწავლებელებში და ის არც ისე ბევრით
აღემატება ბავშვებში გამოვლენილ
მაჩვენებელს. ამის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მშობლებისა და მასწავლებლების შეხედულებები გენდერულ
სტერეოტიპებთან დაკავშირებით,
საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეთა დამოკიდებულებაზე. https://drive.
-drive გამოყენებული პრეზენტაციის
ლინკი.
რადგან ჩემი მოქმედების არეალი არის ბანოჯის საჯარო
სკოლა ჩემს მიერ არჩეული კვლევის ამოსავალი პუნქტი ჩემი საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკიდანაა.
კვლევის სრულყოფილად განსახორციელებელი მოქმედების არეალი და შესაძლებლობა მე მაქვს.
აქ ვიყენებ რა ჩემს სასკოლო ფუნქციას,
როგორც შეფასების ჯგუფის თავმჯდომარე.
რის გამოც პედაგოგები სურვილის შესაბამისად გეგმიურად ატარებს შიდა დაკვირვების გაკვეთილებს, ვახდენდი შეფასების ჯგუფის წევრებთან ერთად დასწრებას, ვაკვირდებოდი
მათ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს, რაც განაპირობებს იმ ფაქტს, რომ მე ძალიან არ ვიყავი
დამოკიდებული პიროვნებებსა და ინსტანციებზე. ყველა პედაგოგი მზად იყო ჩემთან თანამშრომლობაზე.
ვიწერდი ჩემს მოსაზრებებს თითოეული გაკვეთილების
შემდეგ საკლასო დაკვირვების ჩატარების შემდეგ
ვიწერდი აუდიომასალას, ვითვალისწინებდი თუ რა ტიპის მონაცემები მჭირდებოდა და
რა სიხშირით. ვაწარმოებდი ჩანიშვნებს. კვლევის დღიურში, რომელშიც შემქონდა დაკვირვების
შედეგები, საკუთარი იდეები, გეგმები, ინტერვიუები, მონაცემთა ანალიზის შედეგები და
ა.შ. დღიური ჩემი უმნიშვნელოვანესი იარაღი იყო, რადგან მასში თავმოყრილია კვლევის პროცესის
ყველა ფაზა, ის მეხმარება კვლევის პროცესის კორექტირებაში და დასკვნების გამოტანაში.
შევისწავლე სკოლის სტატისტიკური მონაცემები სხვადასხვა
დისციპლინებში, კერძოდ იმ საგნებში რომლებიც საერთაშორისო კვლევებიდან დადგენილია,
რომ ეს ბიჭის საგნებია, ეს კი გოგოს. STEM-ის საგნებში.
დაკვირვების პირველ ფაზაში სტატისტიკა ამოვიწერე
საკლასო ჟურნალიდანდა ჩავატარე ანკეტირება. წარმოგიდგენთ ცხრილს:
#
|
სტატისტიკა
|
STEm-ის საგნების მიმართ ინტერესი
|
![]() |
![]() |
|||||||
გოგო
|
ვაჟი
|
გოგო
|
ვაჟი
|
||||||||
1
|
I
|
8
|
5
|
3
|
5
|
3
|
5
|
3
|
|||
2
|
II
|
6
|
2
|
4
|
2
|
4
|
2
|
4
|
2
|
4
|
|
3
|
III
|
1
|
1
|
0
|
1
|
0
|
1
|
||||
4
|
IV
|
3
|
1
|
2
|
1
|
2
|
1
|
2
|
|||
5
|
V
|
6
|
5
|
1
|
5
|
1
|
5
|
1
|
5
|
1
|
|
6
|
VI
|
5
|
2
|
3
|
1
|
0
|
2
|
3
|
2
|
3
|
|
7
|
VII
|
11
|
4
|
7
|
3
|
3
|
4
|
7
|
4
|
7
|
|
8
|
VIII
|
6
|
4
|
2
|
2
|
1
|
4
|
2
|
4
|
2
|
|
9
|
IX
|
6
|
1
|
5
|
1
|
2
|
1
|
5
|
1
|
5
|
|
10
|
X
|
14
|
8
|
6
|
3
|
3
|
8
|
6
|
8
|
6
|
|
1
|
1
|
1
|
4
|
1
|
4
|
||||||
11
|
XI
|
5
|
1
|
4
|
|||||||
12
|
XII
|
10
|
6
|
4
|
2
|
4
|
6
|
4
|
6
|
4
|
|
სულ
|
81
24
|
40 41
|
27
|
43
|
36
|
40
|
41
|
||||

კვლევიდან გამომდინარე
როგორც ჩანს დაბალი აკადემიური მოსწრება შეიმჩნევა ყველა საფეხურზე მოსწრება მით უფრო დაბალია, რაც უფრო მაღალ საფეხურზე
გადავდივართ.
მოსწავლეებთან თავისუფალ შეხვედრების დროს და დაკვირვების შედეგად
იკვეთებოდა პრობლემები. მაგ:
საბუნებისმეტყველო საგნების ზოგიერთ დარგშია ყველაზე
დიდი გენდერული განსხვავება. საგნები, რომლებიც ეხება სხეულის მოვლას, იმას, თუ როგორ
ფუნქციონირებს სხეული, რა უნდა ჭამონ, რომ ჯანმრთელი იყოს, მეტად აინტერესებთ გოგონებს.
ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მათ მეტი გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით. გოგონებს
უფრო მოსწონთ საგნები ადამიანების შესახებ.
ბევრ მასწავლებელს აქვს
ძალიან მკაფიო იდეები იმაზე, თუ როგორ განსხვავდებიან ბიჭი მოსწავლეები და გოგონა მოსწავლეები
ერთმანეთისგან.
მოელიან, რომ გოგონებს კარგად ეხერხებათ გაუნძრევლად
ჯდომა დიდი ხნით, კარგად შეუძლიათ კონცენტრაცია, სოციალიზაცია და ზოგადად, სოციალური
ურთიერთობები.
მასწავლებლების წარმოდგენები და მოლოდინები გოგონებსა
და ბიჭებს შორის განსხვავებაზე ძალიან მნიშვნელოვანი წილით ეხება იმის მოლოდინს, რომ
ისინი ერთმანეთის საპირისპირო იქნებიან. ბიჭებს არ გამოსდით დიდხანს გაუნძრევლად და
წყნარად ჯდომა. გაკვეთილს ურევენ. მათ უფრო მეტად ჭირდებათ ფიზიკური აქტიურობა, უჭირთ
სოციალური ნიუანსების გაგება.
მოსწავლეთა დაკვირვების დროს, გოგონები სულ სხვანაირად
იქცევიან ვიდრე მასწავლებლის სტერეოტიპულ მოლოდინებში იგულისხმება. გაკვეთილზე ვაკვირდებოდი ყურადღებას ამახვილებს თუ არა მასწავლებელი
სწავლა-სწავლების მეთოდებზე. სწავლის კონტექსტში აღიქმება თუ არა გოგონას თუ ბიჭის
ქცევა ხელის შემშლელად. როგორ იქცევიანი ბიჭები? როგორ იქცევიან გოგონები? არის თუ
არა ერთი სქესთა შორის განსხვავება.
მაგალითად, ვნახეთ გოგონები, რომლებიც გაკვეთილს
ურევდა, მაგრამ არ აღიქმება ასე მასწავლებლის მიერ (მე-2 კლასი პედაგოგი) მასწავლებლის
არაფერი ეპარებოდა მხედველობიდან როცა არეულობას ბიჭი იწვევდა. აშკარაა, რომ დიდი განსხვავებები
არ არსებობს ბიჭსა და გოგონებს შორის. მოლოდინი არსებობს, რომ ბიჭები ხმაურობენ, იმავე
დროს გოგონები სწავლობენ, რომ მათ შეუძლიათ არეულობა შეიტანონ ისე, რომ ეს მასწავლებელმა
ვერ შეამჩნიოს და არავითარი შედეგი არ მოჰყვეს. მათზე მაინც ფიქრობენ, რომ მოსწავლის
შესაფერისად და სკოლის საკითხებში სწორად იქცევიან. აქედან ვაკეთებთ დასკვნას, ბიჭებსა
და გოგონებს შორის არსებობს, როგორც განსხვავებები, ისე მსგავსებები.
მასწავლებლები ფიქრობენ, მაგ; ----, რომ ბიჭების შემთხვევაში მიხვედრილობის ან კოგნიტური მიღწევების
ნაკლებობა იმის ბრალია, რომ ისინი არ ინდომებენ, ხოლო გოგონები ყოველთვის კარგი მოსწავლეები
არიან. ე.ი. როცა რამეს კარგად აკეთებენ, ეს იმიტომ, რომ ბიჭები არიან და არა იმიტომ,
რომ ნიჭიერები არიან.
შეფასების დროს ბიჭები და გოგონები ერთნაირად ფასდებიან, მიუხედავად მოლოდინები, აღქმა რომლებიც
ბიჭებისა და გოგონების მიმართ გვაქვს სხვადასხვა.
მასწავლებლის მაღალი დონის სააზროვნო კითხვები
ქონდათ ბიჭებისათვის ვიდრე გოგონებთან, რადგან ბიჭებთან უფრო ხალისიანად გამოსდიოდა
ურთიერთობა. გავრცელებული სტერეოტიპია
გოგონები და ბიჭები კოგნიტური უნარებით განსხვავდებიან. მაგ. ბიჭებს მათემატიკა უფრო
ეხერხებათ, ხოლო გოგობეს ჰუმანიტარული საგნები?
ბიჭებსა და გოგონებს სხვადასხვაგვარი სწავლის სტილი
აქვთ? მოლოდინებს გოგონებიც და ბიჭებიც ხვდებიან, გოგონები ხვდებიან მოლოდინს, ხოლო
მათ უკეთესად გამოსდით სოციალური ურთიერთობები და სოციალური საკითხების გაგება, ისინი
ინდომებენ, რომ მოლოდინები არ გააცრუონ.
კარიერაში დიდი წარმატება, პოროვნული და პროფესიული
უნარები, ცოდნის და გამოცდილების გამოყენებით.
გაკვეთილის დაკვირვების ერთ-ერთი მიმართულება იყო
ის, რომ მიკერძოებული იყო თუ არა მასწავლებლის ქცევა, ვის იძახებდა მეტი სიხშირით გოგონებს
თუ ბიჭებს?
აქაც აქტიური ფონი ვაჟების მათემატიკაში გაიზარდა
ასაკის ზრდასთან მიმართებით, ხოლო ჰუმანიტარულ საგნებში გოგონების მეტი იყო ვიდრე ვაჟების.
პრობლემების დალაგების შემდეგ გამიჩნდა კითხვა
1) რა ფაქტორები განაპირობებს ვაჟების მათემატიკის საგნის მიმართ
მიდრეკილებას როგორც ერთ-ერთი STEM -ის საგანი.
დაკვირვება ვაწარმოე II, IV, VI, VII და X-XII
კლასებში. მიღწევები, ჩართულობა გოგონების დაბალია რაც უფრო მაღალ საფეხურზე ავდივართ.
დავესწარი სრული 45 წთ-იან გაკვეთილს, გაკვეთილები იყო სხვადასხვა სტრატეგიებით დატვირთული,
რომელიც მიზნის მისაღწევი აქტივობებით თანმიმდევრულად ქონდა პედაგოგს დაგეგმილი. მაგრამ,
გაკვეთილზე, როგორც წარმოდგენილი ცხრილი გვიჩვენებს .თანაბარი ჩართულობით გამოიკვეთა
მოსწავლეები.მაღალ კლასში ნიჭი და შესაძლებლობა მეტი იკვეთებოდა ვაჟების თუმცა გოგონების
მონდომებით შედეგი ორთავე სქესის სასურველი
აღმოჩნდა. სასწავლო მასალა თავისუფალი უნდა იყოს გენდერული სტერეოტიპებისგან.
სხვადასხვა საგნებში ჩართულობის სტრატეგიად დავისახე
საჭირო მოდელის მოწვევა და შეხვედრა ბავშვებთან.
ცნობიერების გაზრდაზე მიმართული სპეციალური ინიციატივები
ხელს შეუწყობს მეტი ქალი და გოგონას მოზიდვას. მაგ:
პედაგოგები ამბობენ, რომ სქესი განსაზღვრავს სხვადასხვა
საგნის მიმართ მიდრეკილებებსა და ნიჭში, კერძოდ გოგონების მიდრეკილება არის უმჯობესი
ჰუმანიტარულ საგნებში, ხოლო ბიჭები საბუნებისმეტყველო საგნებში და მათემატიკაში.
აგრათვე დაკვირვება ვაწარმოე IX_XI კლასებში პროფორიენტაციის
გაკვეთილებზე, სადაც იკვეთება, რომ გოგოს სპეციალობა და ვაჟის სპეციალობა არ არსებობს
ამ კუთხით მოვიწვიეთ სხვადასხვა სპეციალობის მქონე წარმატებული კურსდამთავრებულები
სკოლაში, რომლებმაც თავისუფალი დიალოგის რეჟიმში რესპოდენტები იყვნენ სტუმრები, ხოლო
დალაგებულ კითხვებზე პასუხის მეთოდით მივიდნენ დასკვნამდე წარმატება პროფესიონალიზმი
სქესითა და სოციუმით არ განისაზღვრება მთავარი
ინდივიდუალური შესაძლებლობებია.
პრობლემის გადაჭრის პერიოდში იკვეთებოდა ახალი
მიმართულებები, პომელსაც მოქნილად ვიყენებდი, როგორც მკვლევარი მაგ: კვლევამ
შეკითხვაზე განსხვავდება თუ არა დაბალი შემოსავალი ოჯახიდან მოსწავლეების სწავლება,
ჯგუფდება თუ არა მოსწავლეთა სწავლება არა მათი უნარებით არამედ თავისი სოციუმით გამოიკვეთა,
რომ მოსწავლეებს დავალებები ეძლევათ თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით და არა სოციალური
სტატუსითა და პედაგოგის წარმოდგენების მიხედვით.
საინტერესოა
ის ფაქტი რომ, ზოგადად სკოლა უზრუნველყოფს
მოსწავლეებს დაბალი შემოსავლიანი ოჯახებიდან ადეკვატური რჩევითა და ხელმძღვანელობით.
სკოლის განვითარების პროგნოზირებაში ჩემს საკვლევ
საკითხს რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი აქვს:
1.
საკითხი მნიშვნელოვანია
კონკრეტულად STEM-ის საგნებში;
2.
კვლევის შედეგებმა უნდა მიმიყვანოს კონკრეტულ ქმედებამდე უნდა შეიცვალოს
ან შენარჩუნდეს არჩეული სტრატეგია.
3.
საკვლევი საკითხი ჩამოვაყალიბე ისე, რომ კვლევა განვახორციელე განკუთვნილი
დროის, რესურსის და ძალისხმევის გამოყენებით.
4.
მივიღე
რამდენიმე მოსაზრება
და რჩევა,
რომელიც უნდა გავითვალისწინოთ სასკოლო
მართვაში, რათა გავზარდოთ აკადემიური
მაჩვენებელი STEM სფეროში
გოგო ან ვაჟის.
მოვაწყოთ
შეხვედრები ამ მიმართულებით ცნობილ
პირებთან. შევიმუშაოთ
სასტიპენდიო პროგრამები
ან ერთჯერადი
პრემია გოგო/ბიჭი STEM საგნებში
ვფიქრობთ გაზრდის
შესაძლებლობების სრული
რეალიზება სამომავლოდ
აირჩევენ STEM-ის დარგებს
და მისდევენ
კარიერას STEM-ის
დარგებში.
წინასწარი კვლევის ეტაპზე დაგეგმარების პროცესში
იკვეთება, რომ შევაჯამოთ კვლევის
შედეგები, ნათლად ჩანს, რომ გენდერული სტერეოტიპები ვლინდება პროფესიის არჩევასთან,
მისაღებ და შესაფერის ქცევით რეპერტუართან, დასწავლისუნარებსა და წარმატების მიღწევასთან
დაკავშირებით. საინტერესოა ის, რომ სტერეოტიპული წარმოდგენების სიჭარბეში ემჩნევა უფრო
მეტად მასწავლებლებსა და მშობლებში,
ვიდრე მოსწავლეებში. გამოვლენილი ტენდენცია, ვფიქრობ, ასახავს იმ ბუნებრივ პროცესს,
რომელიც დროთა განმავლობაში არსებული სტერეოტიპების ცვლილებას უკავშირდება. ამიტომაცაა
ალბათ, რომ გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული აზრები უფრო მეტად ემთხვევა მშობლებსა
და მასწავლებლებში (რადგანაც უფრო მეტად
ეკუთვნიან ერთ თაობას), ვიდრე მათსა და მოსწავლეებს შორის.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების შემთხვევაში წარმატებასთან
დაკავშირებული გენდერული სტერეოტიპები საერთოდ არ გამოვლინდა, მშობლებისა და მასწავლებლების
დამოკიდებულება კი სხვა კატეგორიებთან შედარებით გაცილებით დაბალანსებული იყო. რაც
შეეხება პროფესიის არჩევასთან დაკავშირებულ გენდერულ სტერეოტიპებს, ეს მაჩვენებელი
საკმაოდ მაღალია მშობლებსა და მასწავლებელებში და ის არც ისე ბევრით აღემატება ბავშვებში
გამოვლენილ მაჩვენებელს. ამის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მშობლებისა და
მასწავლებლების შეხედულებები გენდერულ სტერეოტიპებთან დაკავშირებით, საკმაოდ დიდ გავლენას
ახდენს მოსწავლეთა დამოკიდებულებაზე. გამოყენებული პრეზენტაციის ლინკი.
რეკომენდაციები:
გამოვლენილი გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრის ან რედუცირების მიზნით რეკომენდირებულია შემდეგი
რჩევების გათვალისწინება:
£ მნიშვნელოვანია
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს STEM-ის საგნების შესწავლას.
£ აუცილებელია,
გაიზარდოს STEM-ის საგნების სწავლების დატვირთვა და კიდევ უფრო გამრავალფეროვნდეს მისი
შინაარსობრივი მხარე. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის საგნები ხელს უწყობს მოსწავლეებში გონების
გავარჯიშებას,განსხვავებული შეხედულებების მომწიფებას, რაც საბოლოო ჯამში სტერეოტიპების
შეცვლისათვის კარგ ნიადაგს ამზადებს.
£ სასკოლო
სივრცეში უნდა მოხდეს გამოვლენილი გენდერული სტერეოტიპების საწინააღმდეგო მაგალითების
წახალისება, მაგალითად, ხაზი გაესვას გოგონების გონებრივ შესაძლებლობებს ისე, რომ არ
მოხდეს საწინააღმდეგო სქესის მოსწავლეებთან შედარება.
£ სასრუველია
სკოლაში დაარსდეს აქტივისტთა ჯგუფი, რომელთა მიზანი იქნება სხვადასხვა საკითხის შესახებ
ცნობიერების დონის ამაღლება მოსწავლეებში.
£ მნიშვნელოვანია მასწავლებლებისთვის ტრენინგების ჩატარება და მათი ცნობიერების ამაღლება, ასევე სხვადასხვა
ქალაქის, ეროვნებისა თუ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან ურთიერთობა ბანაკების,
გასვლითი კონფერენციებისა და ტურების სახით.
£ მნიშნელოვანია,
რომ თავად სკოლამ არ შეუწყოს ხელი გენდერული სტერეოტიპების გამყარებას ყოველდღიური
აქტივობებით. ნებისმიერ ღონისძიებასა და სასკოლო აქტივობაში უნდა მიიღოს მონაწილეობა
როგორც გოგონებმა, ასევე ბიჭებმა, უპირატესობა
არ უნდა მიენიჭოს ამ მხრივ სქესს.
£ სსსმ მოსწავლე ჩართული იყოს
თავისი შესაძლებლობის შესაბამიოსად სასწავლო აღმზრდელობით ღონისძიებებში, სადაც თავს გრძნობს დაცულად და მისთვის
უსაფრთხო გარემო იქნება.
£ მნიშვნელოვანია
სოციალური დამოკიდებულებები არ იგრძნობოდეს სკოლაში, რომელიც გავლენას მოახდენს აკადემიურ
ხარისხზე.
£ კონფლიქტური
სიტუაციების გადაწყვეტისას უნდა მოხდეს სიტუაციის ანალიზი და არა გარკვეული სქესის
გამო კონფლიქტში მონაწილე რომელიმე მხარისათვის უპირატესობის მინიჭება. მაგალითად:
გოგონაა და დაუთმე.
£ ანტიგენდერული
სტერეოტიპების კამპანიის განხორციელება სკოლაში, სადაც მოხდება იმ ვიდეორგოლების ჩვენება,
რომელიც გადაღებულია ამ სტერეოტიპების დასამსხვრევად
£ სკოლის
თვითმართველობაში კვოტების დაწესება, რომელიც გაანაწილებს გოგონებისა და ბიჭების თანაფარდობას.
£ სკოლაში გოგონათა
სპორტული გუნდების ჩამოყალიბება (ფრენბურთელთა,
ტენისისდაა.შ.)
£ სკოლაში თანასწორობის
პრინციპით კლუბების ჩამოყალიბება.
დასკვნა
კვლევამ მიჩვენა, რომ დავსახო
შესაბამისი სტატეგიები პედაგოგებთან ერთად რათა საგანთაშორის სწავლების ბალანსი იყოს
თანაბარი. ერთ-ერთი აქტივობა დავგეგმე შეხვედრა სქესის დეფიციტის შესაბამისად კომპეტენტურპირებთან. სკოლაში მოვიწვიე მათემატიკისა და ისტორიის კაცი მასწავლებელი იმის
დასტურად, რომ მასწავლებელი კაციც შეიძლება
იყოს რამეთუ სკოლაში მხოლოდ ერთი კაცი მასწავლებელი იყო ისიც სპორტის. მივეცი საათობრივი დატვირთვა საინფორმაციო მენეჯერს, რათა დასაქმებულ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კონტექსტით
დაენახათ მოსწავლეებს, რომ გოგონებს თუ ვაჟებს უნდა შეძლებოდათ
თავიანთი პოტენციალის სრულად გამოვლენა. ამ სტრატეგიის
გამოყენებით ვუზრუნველყავი ის ფაქტი,
რომ როგორც ქალი, ისე მამაკაცი მასწავლებლები, მაღალი
კვალიფიკაციით უფროსი მასწავლებლის სტატუსით არიან წარმოდგენილნი სხვადასხვასაგანში.
დავგეგმე გასვლითი
სასწავლო-აღმზრდელობითი ღონისძიება ნიკო
ნიკოლაძის სახლმუზეუმში (დიდიჯიხაისში), დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში, ნოდარ დუმბაძის სახლმუზეუმში, რაჭასა და მაღალმთიან სვანეთში რათა
რეალურად დამენახა მოსწავლეთა შესაძლებლობები და მოლოდინები ასაკობრივ ცვლილებებთან
ერთად და ვეცადე შემექმნა ისეთი გარემო, სადაც
მოსწავლეები შეძლებენ ახალი ცოდნის რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებში გამოყენებას, რამაც ხელი შეუწყო არამხოლოდ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ გაზრდის მოსწავლეთა ინტერესს კონკრეტული საგნის მიმართ.
შექმნილი
სიტუაცია ჩემი პროფესიული ზრდისათვის მნიშვნელოვანია ისე როგორც ჩემი სკოლისა და მოსწავლეებისათვის.
რადგან სკოლაში მხოლოდ ერთი სქესის მოსწავლეებიდან არ ვყოფილიყო აქტიური მსმენელი,
ან არ მეზრუნა მხოლოდ ერთი სქესის მოსმენილი აკადემიური წინსვლისთვის, სოციალურად დაუცველ
ოჯახის შვილებს, სკოლაში თავი დაცულად
ეგრძნოთ და ინკლუზიური სწავლება ყოფილიყო ჯანსაღი დამოკიდებულებით და არა იძულებით.
ეს კი სასკოლო კულტურას გაზრდის. რომლის სახით ,კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა
რიცხვს, იგი წარმოადგენს პროფესიული სიტუაციების სისტემურ კვლევას, ჩატარებულს ჩემს მიერ სასწავლო სიტუაციების გაუმჯობესებისა
და საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის მიზნით და რაც მთავარია ჩემის მხრიდან გენდერულად
მგრძნობიარე ქმედებები, განსაკუთრებით განათლებაში ხელს შეუწყობს მეტი ქალისა თუ ვაჟის
მოზიდვას STEM-ის საგნებში და ყველა შესაძლებლობის მოსწავლის დაცულობას..
შევაჯამე რა კვლევის შედეგები და გამოვლენილი გენდერული
სტერეოტიპების აღმოფხვრის, ან რედუცირების მიზნით, ჩავატარებ საუბრებს, მივცემ კონკრეტულ რჩევებს.
გამოყენებულილიტერატურა:
•
წერეთელი მ., ჩიტაშვილი მ., თბილისი,
სოციალურმეცნიერებათაცენტრი, 2006 ქვარცხავა რ., სოციალურიფსიქოლოგიისლექციებისკურსი,
თსუ
1978წ
•
მერკვილაძე ი., Краткийсловарьгендерныхтерминов.,[რედ.: პოპიაშვილი ნ., თარგმანიზუკაკიშვილი
ჰ.,], კავკას. სახლი,თბილისი, 2003 - 112გვ.
•
სახელმძღვანელო ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი., თბილისი, 2006.)
•
საზოგადოებრივი დამოკიდებულებები
გენდერულთანასწორობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში, UNDP Georgia, თბილისი, 2013
•
ჩიტაშვილი მ.
არუთინოვი ლ., ჯავახიშვილი ნ. წულაძე
ლ. „ქალთამიმართოჯახშიძალადობისსაკითხებისეროვნულიკვლევასაქართველოშ
ი“, თბილისი,
2010
•
Javakhishvili, N. (2008). Mating Preferences in
Choosing a Future Partner. Does Georgia repeat the same worldwide trend?
Cognition, Brain, and Behavior, an Inter disciplinary Journal. Volume XII, No
4, pp. 509-520
•
მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის გზამკვლევი გ.გახელაძე, ნ.ელბაქიძე, მ.ინასარიძე....2014.


Комментарии
Отправить комментарий